15:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 14:10:07, 1493 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - თუ საჭიროა „თიბისის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მხარდაჭერაზე ვიფიქრებთ

თუ საჭიროა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერის თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  ხაზარაძის ბრალდებები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„საჭიროა, დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. თუ დაწყებულია პროკურატურაში გამოძიება, პროკურატურამ უნდა გვითხრას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაინტერესდა თუ არა, თუ არ დაინტერესდა, დაინტერესდეს და ბატონ ხაზარაძესაც მინდა, მივმართო, რომ მან უნდა წარადგინოს ეს დოკუმენტი, თუ ამისთვის საჭიროა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საგამოძიებო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ჩვენ ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერის თაობაზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი მამუკა ხაზარაძე დააკავონ, ბესელიამ უპასუხა, რომ წინასწარ პროგნოზებს ვერ გააკეთებს.

მისივე განმარტებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ იკვეთება სერიოზული კითხვის ნიშნები, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„ასეთ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მიმაჩნია, რომ არის უსერიოზულესი კითხვები, გუშინდელმა განხილვამ აჩვენა, რომ არის სერიოზული კითხვები. ამ კითხვებს უნდა ძალიან სერიოზული პასუხი, ასე მიჩუმათება და გაუბრალოება, რომ მერე რა მოხდა, რომ ამდენი წელი გავიდა, არ არის ასე პასუხი საკმარისი. როცა რაღაც მოვლენებს ემთხვევა ასეთი ეპიზოდების გააქტიურება, ეს აჩენს უსამართლობის განცდას“, - აღნიშნა ბესელიამ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics