|
2019-03-05 10:34:10, 1758 ნახვა
ეკონომიკა
ქართულმა ღვინომ იაპონიაში ბრილიანტის ჯილდო მიიღო
იაპონიაში, „საკურას" კონკურსის უმაღლესი ჯილდო - "ბრილიანტი" „მეღვინეობა ვაზიანის" (ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი") ღვინომ „ქისი 2017" მოიპოვა. აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვალში „საკურას" კონკურსში „ორმაგი ოქროს" მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019" უმაღლესი ჯილდოს - "ბრილიანტის" (Diamond Trophy) მოსაპოვებლად. „საკურას" კონკურსის უმაღლესი ჯილდო „მევენახეობა ვაზიანის" დირექტორს, ნათია მეტრეველს დღეს ტოკიოში, გამოფენაზე „Foodex Japan 2019" საზეიმო ვითარებაში გადაეცა. თებერვალში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა" სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ 24 ჯილდო - 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონკურსი „საკურა" (The 6rd "Sakura" Japan Women's Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო" განხორციელდება.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)