|
2019-03-04 17:57:55, 1631 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა და დაჭერები
„დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა და დაჭერები“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც „თიბისის“ დამფუძნებლებმა ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოველენებზე ისაუბრეს. როგორც უგულავა აცხადებს, TBC-ს საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. “მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა- დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს. 1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი- რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი რომ მას აშანტაჟებენ. 2. გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი არამედ Fixer "დამლაგებელი". მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება. 3. პარალელურად უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა. ოცნებაში დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა მოვემზადოთ არჩევნებისთვის“, - აცხადებს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართლ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)