22:35 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:36:05, 1617 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ხაზარაძეს უნდა წარმოედგინა წერილი, რადგანაც თავს იკავებს, კითხვის ნიშნები რჩება

"სამწუხაროა, რომ ახალი თემების შემოტანით, რომელთა დაკავშირებითაც, მიუხედავად მცდელობისა, პასუხები ვერ მივიღეთ, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს უნდა წარმოედგინა მის მიერ ხსენებული მუქარის შემცველი წერილი, რადგანაც ზოგადი საუბარი კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ჩვენ სამწუხაროდ რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია რომ მომდევნო პერიოდში ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ ინფორმაცია. როდესაც განცხადების ავტორი ამბობს რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი, როდესაც ამაზე თავს იკავებს მეტი კითხვის ნიშნები რჩება. როგორც მინიმუმ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა შინაარსი და წარმოედგინა ეს განცხადება, თუმცა კონკრეტული მითითებები, რომელიც მან გააკეთა დღეს პარლამენტში, არ გაუკეთებია პროკურატურაში. კითხვა ამასთან დაკავშირებით, რატომ არ წარადგინა ეს წერილი მან პროკურატურაში, დღემდე დარჩა პასუხგაუცემელი.

ბატონმა მამუკამ თავად განაცხადა, რომ ზოგადად თქვა პროკურატურაში მუქარის შესახებ, შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა გასაჯაროვება, მაგრამ კონკრეტული თხოვნა, წარმოედგინა წერილი, უფრო დეტალურად განემარტა, ამის იქით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ვერ ვიმსჯელებთ.  ეს მოხდება მას შემდეგ, თუკი ასეთი წერილი მართლა არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics