2019-03-04 16:38:05, 1293 ნახვა
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ
გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდნენ, - ამის შესახებ "სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანის განმარტებით, ის და მირიან წიკლაური პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ -დემოკრატების“ კონფიგურაციით გააგრძელებენ მუშაობას.
"მივიღეთ გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და "პატრიოტთა ალიანსმა". ერთობლივად გავაგრძელებთ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“. აი ასეთი კონფიგურაციით გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას",-განაცხადა ჟორჟოლიანმა.
.
ავტორი: ,