|
2019-03-04 14:10:59, 1568 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: ეს საბჭოთა, „კაგებეშნიკური“ პრაქტიკა, როდესაც ვიღაცას ლაფს დაასხამ, უნდა დასრულდეს
"პროკურატურა თავის ბრიფინგებით არ უნდა გვაშანტაჟებდეს", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ხაზარაძის მტკიცებით, ბიზნესის მფლობელებს საქართველოში ბევრი რამ აქვთ დათქმელი და ინისი ერთგვარი სტერეოტიპებით არიან შეპყრობილი. "ქართული ბიზნესი" ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი ძალიან ბევრი აქვთ. მე შეცდომა დავუშვი, პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სადაც კულისებს მიღმა, ოთახებში იყო საუბრები, დავესწარი. იცით, რა შეხვედრაზეც მაქვს საუბარი. მოდით თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს და გულრწფელები ვიყოთ. მირჩევნია მოვიდნენ ჩემთან და მითხრან - იცი რა, ზედმეტი ხარ. მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ, პირდაპირ გეუბნებით. 27 წელი მე და ბადრიმ, და ჩემმა გუნდმა - 10 ათასმა კაცმა შევალიეთ აქაურობას, იმიტომ, რომ აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. აქ არ მოვედი იმისათვის, რომ კომპლიმენტი მოვისმინო, რომ თუნდაც - "ვაიმე როგორ ვწუხვართ", ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ვამბობ სიმართლეს და ვამბობ მას ღმამაღლად, და არა კულისებში, მხოლოდ ჩემს გუნდთან. მე არ მაინტერესებს ნოლები ანგარიშზე, თუ არ იქნება თავისუფლება. პროკურატურა თავის ბრიფინგებით არ უნდა გვაშანტაჟებდეს. ეს საბჭოთა, "კაგებეშნიკური" პრაქტიკა, როდესაც ვიღაცას ლაფს დაასხამ, მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, მერე ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება რომ პასუხი გასცენ, სხვადასხვა მიზეზების გამო, უნდა დასრულდეს. პირობას გაძლევთ - ან ბრალი დააყენონ ვინ არის დამნაშავე ან საკითხი შეწყვიტონ სასწრაფოდ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)