|
2015-06-19 14:54:48, 326 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ლატვიის დელეგაციას შეხვდა
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან გამართა შეხვედრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ლატვიელი დიპლომატთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შემდგომი დღის წესრიგზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის სავიზო დიალოგს და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის მიზნებში ლატვიის მხარდაჭერა და მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს პროცესის წარმატებით დასრულებაში. თამარ ბერუჩაშვილმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას ლატვიის მიერ ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის ძალისხმევა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის საქმეში, როგორც მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)