|
2019-03-03 17:39:50, 1469 ნახვა
პოლიტიკა
რომში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე შალვა რამიშვილი და სხვა პირები არ შეუშვეს
რომში სასტუმრო „პალაცო ნაიადოსთან“, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა იმართება, ქართველი ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს. ადგილზე იმყოფება შალვა რამიშვილიც და ხელისუფლების მიერ წინა შეხვედრაზე გაგზავნილი რამდენიმე პირი. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შესულიყვნენ დარბაზში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, ქართველ ემიგრანტებს ხვდება, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს და მათ ტერიტორია დაატოვებინეს. რამიშვილის თანმხლები პირები ამბობენ, რომ ემიგრანტები არიან. მათივე მტკიცებით, რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)