|
2019-02-28 16:01:16, 5061 ნახვა
Lifestyle
ლედი გაგა ბრედლი კუპერთან რომანზე პირველ კომენტარს აკეთებს
მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ტაბლოიდების ინტერესის ობიექტია, -მან თავისი პირველი "ოსკარი" სიმღერისთვის Shallow მიიღო, მაგრამ ამ მოვლენამ არ გადაფარა ჭორები იმის შესახებ, რომ გაგა საკუთარ კოლეგას - ბრედლი კუპერს მალულად ხვდება. ჭორები ამის შესახებ მას მერე გაჩნდა, რაც კუპერმა და გაგამ "ოსკარის" ყოველწლიურ ცერემონიაზე კომპოზიცია Shallow ერთად შეასრულეს. პუბლიკამ ყურადღება გაამახვილა, განსაკუთრებულ ყურადღებაზე რომელიც არტისტებს შირის პერფორმანსის დროს იგრძნობოდა. გუშინ გაგა ჯიმი კიმელის შოუს სტუმარი იყო, სადაც მას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა დასჭირდა. "პირველ რიგში სოციალური ქსელები ინტერნეტის საპირფარეშოა. "ხალხმა სიყვარული დაინახა"-მეუბნებით თქვენ, მე გიპასუხებთ, ეს სწორედ ისაა,რაც გვინდოდა, რომ დაგენახათ"-იხუმრა არტისტმა. "მე მსახიობი ვარ და ვთვლი, რომ მე და ბრედლიმ მშვენივრად ვიმუშავეთ ერთად...ჩვენ მოგატყუეთ" ამის მიუხედავად პრესაში წერენ, რომ ბრედლი კუპერის შეყვარებულმა მოდელმა ირინა შეიკმა ლედი გაგა "ინსტაგრამიდან" ამოშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)