19:48 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 15:22:52, 1348 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: ვცდილობთ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ არსებობდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას ხელს უშლის. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხდა.

ურთიერთობების დარეგულირების კიდევ ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად,  კარასინი საქართველოში ნატო-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ასახელებს.

"რა თქმა უნდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების პროცესში არსებობს სირთულეები. ამ სირთულეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - ნატო-ს დღის წესრიგია, რომელიც ოფიციალურ თბილისს აქვს არჩეული. ეს ყველაფერი ხელის შემშლელია", - განაცხადა კარასინმა.

კითხვაზე - რას გულისხმობდა, როდესაც ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა, კარასინმა ასე უპასუხა:

"ჩვენ პირიქით ვცდილობთ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ არსებობდეს. საქმე იმაშია, რომ ქართულ საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო ხშირად ვლინდება ნატო-ს დღის წესრიგი. საკმაოდ ხშირად საქართველოში ტარდება ნატო-ს სამხედრო სწავლებები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს იმას, რომ ამ სწავლებებში სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად სომხეთმა", - განმარტა რუსმა დიპლომატმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics