|
2019-02-28 11:23:38, 1611 ნახვა
კომენტარი
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა - დოკუმენტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება
დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტში მთლიანად იქნა გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რაც საკრებულოს ჰქონდა და ხარვეზები გამოსწორებულია. „დასრულდა დედაქალაქის მერიის და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ, აღნიშნული დოკუმენტი თბილისის საკრებულომ ისევ მერიას გადმოუგზავნა, რომ ის ხარვეზები თუ შენიშვნები, რაც იყო მათი მხრიდან, გაგვეთვალისწინებინა. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი გამოსწორებულია, შენიშვნები მიღებულია და დღეს უკვე დოკუმენტს საკრებულოში გადავაგზავნით იმისთვის, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება მოხდება და ქაოტური მშენებლობები თავიდან იქნება აცილებული. „გენგეგმის სრულყოფილებისთვის ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. თავდაპირველად, დოკუმენტთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ვხედავდით. ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია. „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, ძალიან დაგვეხმარნენ ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები და ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მართლაც საუკეთესო დოკუმენტი გვაქვს. ამ დოკუმენტით, რომელსაც საკრებულო მიიღებს, შესაძლებელია თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რომ თავიდან იქნას აცილებული ის სერიოზული პრობლემა, რომელიც დღეს ქალაქში ქაოტური მშენებლობების მხრივ გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, გენგეგმის დოკუმენტის გარდა, ქალაქის სწორ განვითარებას ის ისტორიული გადაწყვეტილებაც წაადგება, რომელიც K2 კოეფიციენტის გაუქმებას უკავშირდება.
(NS)
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)