14:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 13:21:21, 1211 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ალიევს: ჩვენ ვართ ახლო მეზობლები - წარმატებებიც და ტრაგედიებიც ერთად გავიარეთ

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათ ყველა იმ დარგზე ისაუბრეს, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს. 

"ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. ჩვენ გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ დაგვაახლოვა. ერთად გავიარეთ წარმატებების და ტრაგედიებიც. ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ და ვიცით, რა ფასი აქვს, იმას, რომ მაინც წინსვლა, სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის განვითარება გააგრძელო და ჩვენ ამ ყველაფერში ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ. ისიც გავიზიარეთ, რომ ჩვენ გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში, შევძელით, რომ ძალიან მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა და ეს არის ის ნიშანი, რითიც ჩვენ მსოფლიოში შევდივართ. ენერგეტიკაში ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო, არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ ჩაიდოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics