|
2019-02-27 12:46:49, 1223 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი: საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი საქქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც ალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განიხილეს. "არჩევნებიდან მოკლე დროში თქვენ ვიზიტად იმყოფებით აზერბაიჯანში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდ უპირატესობას ანიჭებთ. ჩვენც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებს. მოხარული ვართ, ეს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენი მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ურთიერთობებს კარგი მომავალი გააჩნია. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს გვერდით ედგნენ და ყოველთვის მეგობრულ, ძმურ ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. ეს ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფოებისთვის დღესაც მეტად მნიშვნელოვანია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე დამყარებულ ურთიერთობებზე ჩვენ ვაგებთ ახალ ურთიერთობებს და ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში. ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ პირიპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვიტარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეპნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთლმეზობლურ ატმოსფეროში მუაობდნენ. დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთბები ერთობლივად ვახორციელებტ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისათვის", - განაცხადა ალიევმა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)