|
2019-02-26 14:43:17, 1694 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - კატეგორიულად არ ვეთანხმები სებ-ის პრეზიდენტს, რომ კომიტეტზე ჩვენი გამოსვლით „თიბისის“ ზიანი მიადგებოდა - ექსპრესვიდეო
კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა „თიბისი ბანკს“ ჩვენი აქ გამოსვლით, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომა დაიხურა და საკითხის განხილვა არ მოხდა. „საკითხები არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, საკითხი აღარ ეხება „თიბისის“, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აფსურდულ ბრალდებებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან. ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროდ კომენტარები მიდის უკვე, რომ საქართველოს მიდის სხვა მიმართულებით. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)