14:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 13:11:42, 1259 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - სხდომაზე, სადაც TBC-ს საქმეს განიხილავენ, შეხვენება გამოცხადდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაზე და "თიბისის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფრიძე იმყოფებიან, ხმაურის გამო ვერ გრძელდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დარბაზში მყოფ დეპუტატებს სიმშვიდისკენ არა ერთხელ მოუწოდა, თუმცა დაძაბული ვითარების გამო, კაკულიამ შესვენება გამოაცხადა.

დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს "თიბისი ბანკის" საქმის განხილვა პარლამენტში.

"ჩვენ მივაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვთვლიდით რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა პარლამენტის კომიტეტზე არ იყო მიზანშეწონილი. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა არ გაითვალისწინა ეს მოსაზრება. სხდომა ისევ ჩანიშნულია და აქედან გამომდინარე, მე მოვედი პარლამენტში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის ამ განცხადებას ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი გამოეხმაურა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გვენეტაძე ვერ აცნობიერებს, სად იმყოფება და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.

"ვალს კი ნუ გვადებთ, რომ აქ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს", - მიმართა სამადაშვილმა გვენეტაძეს.

"ევროპულიი საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა: პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით". 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics