|
2019-02-26 11:35:11, 1336 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: სებ-ის და TBC-ის ერთობლივი განცხადება იმ სულისკვეთებას გამოხატავს, რასთანაც რეალურად გვაქვს საქმე
"ეროვნული ბანკის მხრიდან ობიექტური ზედამხედველობის პროცესი მიმდინარეობდა", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ბახტაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სებ-მა და "თიბისი ბანკა" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოზიცია არა ერთხელ დავაფიქსირე. "თიბისი ბანკი" არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოს ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთეს "თიბისი ბანკმა" და ეროვნულმა ბანკმა, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება. გუშინ მქონდა სპეციალური ბრიფინგი, ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე - ჩვენ გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგი. Fitch-მა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ატარებს სწორ პოლიტიკას. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი შეფასება გააკეთოს. კითხვები როცა არსებობს უნდა არსებობდეს პასუხიბიც", - განაცხადა პრემიერმა. კითახვაზე - რას ფიქრობს იმაზე, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დასწრებას არ აპირებს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს პროცედურული საკითხია. "რაც შეეხება საკითხს, რომ ეროვნული ბამკის პრეზიდენტი არ მივა კომიტეტზე, ეს არის პროცედურული საკითხი. სებ-ი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. არ ვარ ამ თემის ექსპერტი. პარლამენტის წინაშე არსებობს ანგარიშვალდებულება, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ ბანკების ერთობლივი განცხადება და მე როგორც მოქალაქე ამას მივესალმები", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)