19:34 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 17:25:29, 1320 ნახვა

პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დატოვა

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით დეპუტატმა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს უკვე მიმართა.

„პატრიოტთა ალიანსს“ ჭიჭინაძის წასვლით, ფრაქციას დაშლის საფრთხე ემუქრება. მათ ერთი კვირა აქვთ დავით ჭიჭინაძის შემცვლელის მოსაძებნად.

„ჩვენ ერთი კვირა გვაქვს, რომ ფრაქცია შევავსოთ, თუ ეს არ მოხდა, ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც პატრიოტთა ჯგუფი პარლამენტში. ჩვენი ამოცანები და მიზნები არ შეიცვლება იმის გამო, რომ ფრაქცია არ გვეყოლება პარლამენტში. უბრალოდ ბერკეტები არ გვექნება“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსს“ 2018 წლის 8 ოქტომბერს შეუერთდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics