|
2019-02-25 14:20:34, 996 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე „ოცნების“ წევრებზე - კომკავშირელები არიან, მშრალი მესიჯებით ხელმძღვანელობენ
დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით, ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც მშრალი მესიჯებით იმართებიან, არიან კომკავშირელები. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტკოსის ფუნქციაა იყოს მოაზროვნე თავი და არა მოლაპარაკე თავი. ამასთან, მისი თქმით, ქართულ რეალობაში ბევრი „პოლიტიკური მარიონეტია“. „მგონია, რომ წასვლის გადაწყვეტილება ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო და ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენი იქ ყოფნა მაინც სწორი იყო. იქ რომ არ ყოფილიყო ეკა ბესელია მგონია, რომ გარკვეული საფრთხეების წინაშე ვიქნებოდით. სესიაზე რომ გასულიყო მოსამართლეების ის 10 კაციანი სია, რა თქმა უნდა, ეკა ბესელიას პასუხისმგებლობა იქნებოდა ძალიან მაღალი. შესაბამისად, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება იყო მაღალი მორალური სტანდარტით ნაკარნახევი და ჩვენ რომ იქ ვიყავით, ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ ქცეულიყო დოკუმენტად. როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი პოზიციების საჯარო გამოხატვა ნიშნავდა გუნდში ყოფნა-არ ყოფნას, რა თქმა უნდა, ეს მორალური პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს იმიტომ, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს არ გვაქვს იმის უფლება, რომ მარტო მოლაპარაკე თავები ვიყოთ და ვიღაცეების მესიჯებით ვიხელმძღვანელოთ. მე მესმის, რომ ვიღაცისთვის შეიძლება კომფორტულია, მოვიდა მესიჯი, გაიმეორა ტექსტი სიტყვა-სიტყვით და ჰგონია, რომ პოლიტიკოსია. ეს არი არის პოლიტიკოსის ფუნქცია, ეს არის ჩემი აზრით ცოტა სამარცხვინო პოზიცია პოლიტიკოსის მხრიდან, ასეთ ადამიანებს მე რაღაც მომენტში კომკავშირელები ვუწოდე, მერე ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ მე ვიტყვი ამას თუ არა, არსი არ იცვლება. ისინი კომკავშირელები არიან. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი ხელმძღვანელობენ მშრალი მესიჯებით, ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, არიან მოლაპარაკე თავები და პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლათ. ისინი ვიღაცას ემსახურებიან და არავითარ შემთხვევაში რაღაცას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან ბევრი „პოლიტიკური მარიონეტი“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)