13:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 14:02:02, 969 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი მიმდინარეობს - ექსპრესვიდეო

„2012 პირველი ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს და ამ დღესთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე“, - ამის შესახებ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი მიმდინარეობს.

 ამასთან, მისივე განმარტებით, ხელისუფლებასა და საზოგაოდებას შორის ბზარი გაჩნდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებში აისახა.

„მორალური უპირატესობა, რომელიც 2012 წელს, პირველ ოქტომბერს მე მქონდა, ამას განვიცდიდი და მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი, ხალხისთვის ვაკეთებდი ამას, განვიცდიდი ხალხთან ურთიერთობითაც, იქიდანაც იგივე ემოცია მოდიოდა, ამიტომ ეს მორალური უპირატესობა მე მჭირდება, პოლიტიკაში რომ ვიყო. თუ მე ამას დავკარგავ, მე მეეჭვება, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმესთვის ღირებული იყოს. რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე - ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს „ნაციონალების“ პროკურორები, „ნაციონალების“ მოსამართლეები, „ნაციონალების“ ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „აბა, როგორ, სულ ხომ რეპრეიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“ რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა დაგვაკისრა. ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი არ შევასრულეთ და დღეს, ჩვენ ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩვნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ ან რაღაც ქენით. ჩვენ მეორე ტურში ვუთხარით, რომ ვიზამთ, უკეთესები გავხდებით, ოღონდ ახლა ნუ გაგვწირავთ ბოლომდე და ჩვენ გპირდებით, რომ უკეთესები ვიქნებით. მეორე ტურს ეს არ მოყვა, არათუ უკეთესობაზე არ დაიწყო არავინ ფიქრი, არამედ საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა დაიწყო და ხალხმა დაინახა, რომ ეს დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი და მე არ მინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო იმიტომ, რომ მე დავდიოდი ხალხში მეორე ტურში და ვეუბნებოდი, რომ მოისმინთ, რა განცხადებები გაკეთდა, როგორ შეიძლება ეს არ იყოს გულწრფელი და ნახეთ, ამას რა ცვლილებები მოყვება. ძველი გუნდისთვის ცალკე მიმართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 1-ელი ოქტომბრის ღირებულებებსა და პრინციპებს ვუბრუნდებით. არიქა დავაბრუნებთ იმ ხალხს, რომელიც გაწბილებულია, ისინი იგრძნობენ, რომ რაღაცა იცვლება „ქარტულ ოცნება“-სა და ქართული პოლიტიკაში და ეს ცვლილებები უნდა ასახულიყო ხალხის ცხოვრებაზე“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics