19:34 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 17:46:46, 1230 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკითხს უკავშირდება ჩანიშნული შეხვედრა. 

„კონკრეტულად არ ვიცი. შევალ, ვნახავ ვინ ესწრება, ვინ იქნება შეხვედრაზე. მე სამდივნოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პარტიაში არის ჩანიშნული შეხვედრა და მოვედი“, - აღნიშნა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუდი ბოლო 2 დღეში სამმა დეპუტატმა - ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა. ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაშვილის მიერ გუნდის დატოვება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო სისტემაში ცვლილებების თაობაზე, გუნდმა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics