12:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 12:41:35, 1165 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა

„მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დატოვება მისთვის რთული და ამავდროულად, საპასუხისმგებლოა.

„ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ - მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ალბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რისთვისაც პირველი ოქტომბერი მოვიდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიას გადაწყვეტილების მიზეზი გუშინ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების თაობაზე  უმრავლესობის 9 დეპუტატის, მათ შორის მის მიერ მომზადებულ კანონპროექტის ჩაგდება გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics