12:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 18:53:59, 1421 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე დეპუტატებს: გთხოვთ, გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს

„გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის აუცილებელი ჩემი ყოფნა, არ ვიცი“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც მის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაბრუნებას ითხოვდნენ.

სხდომის პარალელურად, კობახიძე მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. მან დეპუტატებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი, დარბაზი კვლავ დატოვა:

„იმართება შეხვედრა პარლამენტში, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პროცედურებსა და კრიტერიუმებს. არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, დაიგეგმა დღეს, იმიტომ რომ არ გვქონდა სხვა საშუალება ამ სხდომის დაგეგმისათვის. აქედან გამომდინარე, მიწევს ამ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის აუცილებელი ჩემი ყოფნა, არ ვიცი. უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურებისა და კრიტერიუმების განხილვა. გთხოვთ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს“, - მიმართა კობახიძემ დეპუტატებს.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ, უმრავლესობის 9 წევრის, მათ შორის ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ, რამდენიმე დეპუტატმა შესვენების გამოცხადება მოითხოვა. როგორც მათ აღნიშნეს, სხდომის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. დეპუტატებმა მოითხოვეს, სხდომა მას შემდეგ გაგრძელდეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას დაასრულებს და დარბაზში დაბრუნდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics