|
2019-02-21 18:27:16, 1283 ნახვა
პოლიტიკა
„კობახიძე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და გვრიტიშვილს ხვდება“ - დეპუტატებმა შესვენების გამოცხადება მოითხოვეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ, უმრავლესობის 9 წევრის, მათ შორის ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ, რამდენიმე დეპუტატმა შესვენების გამოცხადება მოითხოვა. როგორც მათ აღნიშნეს, სხდომის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. დეპუტატები ითხოვენ, სხდომა მას შემდეგ გაგრძელდეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას დაასრულებს და დარბაზში დაბრუნდება. „ძალიან ნიშანდობლივი და ცინიკურია, როდესაც ესეთი სერიოზული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს და ასეთ ადამიანებს. ეს არის ყველაფერზე ხაზის გადასმა, თუ რამე წმინდა არსებობს პარლამენტში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან კობერიძემ გააკეთა: „ვთვლი, რომ როგორც მინიმუმ, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს დარბაზში, ესწრებოდეს ამ განხილვას, იმიტომ რომ ეს თემა, რომელიც ჩვენ დავძარით, ვხედავთ, რამდენად წინააღმდეგობრივია გუნდშიც კი და ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს. მოგმართავთ თხოვნით, დაველოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს. მობრძანდეს დარბაზში და მერე გავაგრძელოთ სხდომა“, - განაცხადა კობერიძემ. სხდომის წამყავნმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, დეპუტატებს სხდომის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ როდესაც კობახიძე შეხვედრას დაასრულებს, დარბაზში დაბრუნდება. ამის შემდეგ სიტყვით საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი გამოვიდა, რომელმაც ასევე შესვენების გამოცხადება მოითხოვა. „ჩვენ ვიზიარებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ესწრებოდეს ამ სხდომას. მნიშვნელოვანია და გთავაზობთ რომ შესვენება გამოვაცხადოთ“, - მიმართა ნადირაშვილმა ზვიად ძიძიგურს. შესვენების გამოცხადების მოთხოვნას კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა, მათ შორის: გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, გედევან ფოფხაძე, ელენე ხოშტარია. დეპუტატების მოთხოვნას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა და მათ მოუწოდა, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ. „მინდა ვთხოვო კოლეგებს, ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ეს შეხვედრა, რომელსაც მართავს ბატონი ირაკლი, იყო დაგეგმილი კარგა ხნის წინ, უბრალოდ მოუწია დღეს 5 საათზე და კონკრეტული პირების გარდა, ვინც ბრძანეთ, იქ არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობოები, ქალბატონი ჯანეზაშვილი, რომელსაც თქვენც ეთანხმებით ხოლმე. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მხოლოდ ის პირები ესწრებიან, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ“, - მიმართა კილაძემ დეპუტატებს. ამის შემდეგ სხდომის წამყვანმა განაცხადა, რომ შესვენებასთან დაკავშირებით კენჭისყრას არ ჩაატარებს და დეპუტატებს საკითხის განხილვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ძიძიგურის მოწოდების მიუხედავად, დეპუტატებმა სხდომის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)