|
2019-02-21 17:09:39, 1399 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: კონსენსუსი, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ენმ-ს შორის, ყველაფერზე მეტყველებს
„კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე" - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძემ განმარტა ის მიზეზები, რის გამო ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას. „დღეს არის 21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში 98-ე წლის თავზე, პირველი კონსტიტუციის მიღებიდან სერიოზულად ვმსჯელობთ ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც ტექსტობრივად უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ბუნებრივია ეს არის დაუშვებელი. ზოგადად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტი ამ საკითხის. უმრავლესობა აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია, პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ ითქვა, რომ უმრავლესობა მზადაა განიხილოს ეს საკითხი, იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. შარშან, როდესაც ჩვენ გვქონდა მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთ-ერთმა ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ დააყენა მაშინაც ეს საკითხი და მე გამოვხატე ჩემი დადებითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პოლიტკური პოზიცია არის ცხადი და ეს დაფიქსირდა კიდევ ერთხელ პოლიტსაბჭოს განცხადებაში. მეორე მხარე არის სამართლებრივი მხარე და აქ, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ, ამ ინიციატივის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. აქ არის ტექსტობრივი შეუსაბამობა კანონპროექტსა და კონსტიტუციას შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ 21 თებერვალს, 98-ე წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, არ შეიძლება სერიოზულად მსჯელობა იმაზე რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი კანონი, რომლის ტექსტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს, აქ არის ძალიან მარტივი სიტუაცია.“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)