12:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 12:31:21, 1081 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი კობახიძეს: იუსტიციის საბჭოს დაემსგავსეთ - ან შეცვალეთ მართვა ან თქვენი იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ

ძალიან დაემსგავსეთ ამ ბოლო დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავისი სტრუქტურით და მოქმედების ტაქტიკით, - ასე მიმართა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა პარლამენტის ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძემ ბიუროს დრევანდელ სხდომაზე. 

ინაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ინიციატივებით არ ინტერესდება.

"მინდა შევეხო პარლამენტში დღეს შექმნილ ვითარებას. გუშინ თუ გუშინწინ, ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად პრველ მოსმენაზე კანონპროექტი, ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რაც ითვალისწინებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებება, მაგრამ მას უფრთხის უმრავლესობა მთელი რიგი მიზეზების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველივე მოსმენაზე უმრავლესობამ, სხვათაშორის ძალიან საეჭვოდ აორთქლდა კენჭისყრის პროცესში "ნაცმოძრაობის" ორივე ფრთაც, დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენ უთხარით, რომ კენჭისყრაში არ მიეღოთ მონაწილეობა. საერთოდ არ გაინტერესებთ ჩვენი ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების ინიციატივები. პარლამენტში დღეს არსებული მენეჯმენტი არის ძალიან ვიწრო ინტერესებზე აგებული. ძალიან დაემსგავსეთ ამ ბოლო დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავისი სტრუქტურით და მოქმედების ტაქტიკით. ძალიან ცუდია ასეთი არათანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება. კი თანამშრომლობთ გადასარევად ბოკერიასთან და მეორე ნაცმოძრაობასთან, ხოლო ჩვენთან ასეთი თანამშრომლობა რატომრაც ვერ ხერხდება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად. ეს მენეჯმენტი არის შესაცვლელი, ან შეცვალეთ მართვა და გახსნილები გახდით, ან პირდაპირ გეუბნებით, შეგცვლით. ჩვენ დავაყენებთ თქვენი იმპიჩმენტის საკითხს, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება", - მიმარტა ინაშვილმა კობახიძეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics