|
2019-02-20 16:41:01, 3704 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საფრთხის შემთხვევაში მოსკოვი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას RG.RU ავრცელებს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამერიკასთან მეგობრული ურთიერთობები სურს და დასძინა, რომ კრემლის ყველა ქმედება თავდაცვითი ხასიათისაა. "ამერიკის პოლიტიკას ჩვენთან მიმართებაში მეგობრულს ვერ ვუწოდებდი. ვაშინგტონი ახალ-ახალ სანქციებს აწესებს ჩვენს წინააღმდეგ. ყველაზე მწვავე საკითხი არის საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან ამერიკის გასვლა. ამერიკული მხარის მიერ დასახელებული მიზეზები შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე, არის მოგონილი. მათ გულახდილად უნდა ესაუბრათ ყველაფერზე. რუსეთი აღარ დაიწყებს ამერიკის კარზე კაკუნს ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროპაში, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს განათავსებს, რუსეთი სარკისებრ პასუხს გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებთ რაკეტები პირველებმა განვათავსოთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)