|
2019-02-20 16:31:42, 4029 ნახვა
სხვადასხვა
ისრაელის გეი მოქალაქეები აშშ-ში ქორწინდებიან, შვილებს კი, სუროგაციის გზით საქართველოში აჩენენ
ისრაელის მოქალაქე ლგბტ წყვილები ამერიკის შეერთებულ შტატებში ქორწინდებიან, ხოლო ბავშვებს საქართველოში აჩენენ, - ამის შესახებ Walla იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელში 2010 წლიდან ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინებების რაოდენობა იზრდება. 2010 წელს საზღვარგარეთ ისრაელის 20-მა მოქალაქემ ქორწინება დააკანონა, ხოლო 2017 წელს მაჩვენებელმა 408 წყვილს მიაღწია. მედიის ცნობით, ისრაელში ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინება დაკანონებული არ არის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ წყვილი ქორწინების მოწმობას წარადგენს, რომელიც მათ საზღვარგარეთ მიიღეს, შესაბამისი სამსახური ასეთ წყვილს არეგისტრირებს. ეს მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებში მიმართვა დასჭირდებათ. Walla წერს, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინებას ადრე ყველაზე ხშირად აშშ-ში, ჩეხეთსა და ესპანეთში არეგისტრირებდნენ, ხოლო 2017 წელს აშშ-ში (797 წყვილი), დანიაში (314 წყვილი), პორტუგალიაში (56) და საფრანგეთში (52). გარდა ამისა, ისრაელში კანონი ლგბტ ოჯახებს სურაგაციის საშუალებით შვილების გაჩენის უფლებას არ აძლევს. აქედან გამომდინარე, წყვილებს სურაგატი დედის პოვნა საზღვარგარეთ უწევთ. ამისათვის, ისინი ისრაელის სპეციალურ დაწესებულებებს შემოწმებისთვის მიმართავენ. 2007 წელს ასეთი მხოლოდ 5 მოთხოვნა დაფიქსირდა, 2015-ში - 292, ხოლო 2017 წელს - 283. ყველაზე ხშირად ისრაელის მოქალაქეები საქართველოში მყოფ სურაგატ დედებს მიმართავენ. 2011 წლიდან 2018 წლამდე საქართველოში სუროგაციის 519 ფაქტი დაფიქსირდა. მეორე ადგილს ამერიკა იკავებს, სადაც 318 ფაქტია დაფიქსირებული, მესამე ინდოეთია - 286, უკრაინა - 76.
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
ევროკომისია: ევროკავშირი აკვირდება სარჩელს, რომელიც საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)