00:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 17:22:50, 486 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ალასანიაც "ნაციონალების" რიგში ჩადგა, ამის წინ მკითხეს, ბოკერიასთან ერთიანდებაო?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის,  საგარეო საქმეთა  და თავდაცვის მინისტრებმა გადადგომის შემდეგ გაკეთებული  განცხადებებით, რომ საქართველო ევოინტეგრაციის კურსს იცვლის, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის მინისტრი, რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის მესაჭე იყო, საჭე მიატოვა  და კურსის შეცვლის თაობაზე, მთავრობის წევრების მისამართით უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს.

"ალასანიამ  ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობასთან შეხვედრაზე მისულიყო, რაღაც ბრიფინგი მოიწვია და დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს. ეს მანიშნებელია, რომ არ სურდა პროკურატურას  დახმარებოდა. გააკეთა განცხადებები, რომ სახელმწიფო ევროატლანტიკურ კურსს იცვლის, გადადგნენ მისი მეგობარი მინისტრები, ანეგდოტური სიტუაციაა სხვათაშორის.საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი,ევროინტეგრაციის მინისტრი,გადადგნენ და აცხადებენ, რომ ქვეყნა იცვლის კურსს ევროპისკენ და ევროაინტეგრაციას სცილდება. ვისაც უჭირავს საჭე, აი ანეგდოტი თუ გინდათ, ორ სიტყვიანი  ანეგდოტი, შეიძლება ასეთმა პოლიტიკოსმა წარმატებას მიაღწიოს?! გადადგნენ და აცხადებენ, რომ კურსს იცვლის მთავრობა, რომლის საჭეც თვითონ უჭირავთ, მიატოვეს  საჭე და გადადგნენ. არა მარტო, საჭე, პარლამენტშიც კი,  ვიქტორ დოლიძე, ნატო-ს ელჩიც მაგათი გუნდის წევრი, მიატოვეს და წავიდნენ, აი ნახეთ როგორ აბსურდში წავიდნენ და გონიათ, რომ საზოგადოება ამას ჭამს, ბოდიში, ამ სიტყვისთვის. ყველა საჭეს თვითონ მართავდნენ და გადადგნენ. გავიხსენოთ კიდევ ალასანიას სიცრუე, ყოფილი თავდაცვის მინსიტრი გამოდის და აცხადებს, რომ პროკურატურამ მოიტაცა ექსპერტი, ამ საქმისა. სად არის მოტაცებული ექსპერტი?! გავიხსენოთ მაისის თვე, რომ თქვა, რომ საოცარ კონტრაქტს აწერდა ხელს და ქვეყანა გადარჩენილი იყო. ამ დროს კონტრაქტს არ აწერდა, ამ დროს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმის პარაფირებაზე საუბარი. ნახეთ, რამდენი ყალბი ქმედება და სიცრუე მოდის ამ კაცისგან?! ამის შემდეგომ თქვა, რომ მე თურმე მოსამართლეებს ზეწოლას ვუკეთებ იმისთვის, რომ (თანაც ვერ დაასაბუთა დღემდე), თურმე კონკურენტად ვთვლიდი მაგას და კონკურენტად როგორ ვთვლიდი, როცა წამოვედი?!პირადული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალასანიასთან არასოდეს არ მქონია და არც დღეს არ გამაჩნია",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანია "ნაციონალების" რიგში ჩადგა.

" ალასანიამ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს პატიმრები ალასანიას პირადი პატიმრები არიან, რომ შეურაცხყოფაც მაფიოზური და ა.შ. აბა ნახეთ პარალელი რა მარტივია, უგულავაც პირადი პატიმარი ივანიშვილის, მერაბიშვილიც, ამას აცხადებდნენ. ის, ვინც კანონს არღვევს და მასთან აქვს შეხება, ალასანიაც ჩადგა "ნაციონალების" რიგში, ამის წინ მკითხეს, რომ ბოკერიასთან ერთიანდებაო, მე ეგ არვიცი, მაგრამ იდეოლოგიით უკვე ერთიანია მათთან. აბოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია. რასაც უნდა ეს კაცი იმას ამბობს და საერთოდ არ უწევს ანგარიშს საკუთარ სიტყვებს, შეურაცხყოფას აყენებენ ამით საზოგადოებას და ამას ვერ ხვდება, გონია, რომ საზოგადოება გადაყლაპავს. გონია, რომ ეს გახდება ლიდერი, საზოგადოება ასეთ კაცს არ მიიღებს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics