00:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 16:59:39, 437 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ისევ "ბლეფშია" ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია

"ისევ "ბლეფშია" ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია",-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ მან ე.წ. კაბელების საქმეზე  პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ივანიშვილი დაამარცხა. 
ივანიშვილის თქმით, ალასანია სცდილობდა, მის უწყებაში არსებული ვითარება, პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა და საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა. ყოფილმა პრემიერმა იმ დროს განვითარებული მოვლენები თანმიმდევრულად გაიხსენა:
"ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია.სამწუხაროა, რომ აგრძელებს და სხვანაირად ვერ ახერხებს. რამდენიც კაბელების თემას შევეხეთ, როდესაც ივნისში პროკურატურაში შევიდა თავდაცვის სამინისტრო, როცა ალასანია ისევ თავდაცვის მინისტრი გახდათ, დაახლოებით, სექტემბერში ალასანია აკეთებს განცხადებას, რომ იწვევს ყრილობას და ის გახდება თავმჯდომარე, რაც გასაოცარი იყო ნებისმიერი პოლიტიკოსისგან და  ეს უკვე აიხსნება რატომ გააკეთა.მან უკვე  დაგეგმა, რომ პოლიტიკაში გადაეტანა ის, რაც ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში და ამ სახით წაეყვანა, პოლიტიკური სპეკულაციებით გადაეფარა ის რეალობა, რაც მის სამინისტროში ხდებოდა. ასე ჩანს. თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავის დროზე გადადგა პარტიის თავმჯდომარეობიდან და თქვა, რომ ის არის  ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და არა ერთი პარტიის, იყო აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებული, უეცრად,  სექტემბერში გადაწვიტა, რომ ისევ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებულიყო.არაფერი არ მომხდარა მსგავსი იმ დროს, არავინ დაუჭერიათ. ელემენტარული ინფორმაცია გამოვიდა, რომ შევიდა იქ პროკურატურა. რაც ნორმალურია, ნებისმიერ სამინისტროში შეიძლება დღესაც იყოს პროკურატურა, ეს საოცრება არაა.თავდაცვის მინისტრის მოვალეობა იყო, მაქსიმალურად ხელი შეეწყო გამოძიებისთვის. ნაცვლად ამისა, მან ადრე თუ  ეჭვს იწვევდა მისი ქმედებები, დღეს უკვე დასაბუთდდა, ბოლო განცხადებითაც, რაც გაუკეთებია, მე არ მინახავს, რომ პოლიტიკური სპეკულაციითა და ყალბი ქმედებებით აქვს სურვილი, გადაფაროს რაღაც, რაც მას აშფოთებს, თუ არ აშფოთებდა, აბსოლუტურად პოლიტიკურად არაკორექტული და არათანმიმდევრული იყო მისი განცხადება პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების თაობაზე, მას შემდეგ მოხდა დაჭერები. დაჭერების შემდეგაც ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო თავდაცვის მინისტრი და ხელი შეეწყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, დაუპირისპირდა პროკურატურას, თუმცა ვერც ერთი ფაქტი ვერ დაასახელა, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. გამალებით თავს დაესხა პროკურატურას. შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობასთან შეხვედრაზე მისულიყო, რაღაც ბრიფინგი მოიწვია და დაუპირსიპირდა საკუთარ გუნდს. ეს მანიშნებელია, რომ არ სურდა პროკურატურას  დახმარებოდა. გააკეთა განცხადებები, რომ სახელმწიფო ევროატლანტიკურ კურსს იცვლის, გადადგნენ მისი მეგობარი მინისტრები, ანეგდოტური სიტუაციაა სხვათაშორის",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics