00:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 16:52:33, 323 ნახვა

პოლიტიკა
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მოხალისეები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, ახალგაზრდები შესაბამისი რაოდენობით, განაწილებულნი არიან რამდენიმე ლოკაციაზე. 

კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 300 მოხალისე მუშაობს, სვანიძის ქუჩაზე - 60, ალიევის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - 100, ეგნატაშვილის ტანვარჯიშის დარბაზსა და სანაპიროს ქუჩაზე - 80, ხოლო ვაკე-საბურთალოს გზაზე - 120. 
ამასთან, მერია მოხალისეებს სიფრთხილის ზომების დაცვისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ ანტიტეტანური ვაქცინაცია უფასოა. 

„მოხალისეთა რაოდენობა ლოკაციებზე დღის განმავლობაში იზრდება. მადლობას ვუხდით მოხალისეებს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საქმეში და კიდევე ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილის ზომების დაცვისკენ. ანტიტეტანური ვაქცინაცია უფასოა“, – ნათქვამია მერიის  განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics