11:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 15:24:39, 1016 ნახვა

პოლიტიკა
„ნუ გვამეცადინებთ, განსაკუთრებით იურისტებს, რომლებიც კარგად ვკითხულობთ კანონს“ - ბესელიამ და კობახიძემ იკამათეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იკამათეს.

კამათი კანონპროექტის ერთ-ერთ მუხლს მოჰყვა, რომლის მიხედვითააც, მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე უნდა შეუნარჩუნდეთ.

ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა და ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი.

„პროექტს პირველი მოსმენის დროს პრინციპების დონეზე დავუჭირეთ მხარი და იდეაში, რაც იყო ცვლილებების საფუძველი, არ იყო არაფერი ისეთი, რაც წუხილს იწვევდა. რაც მინდა დავაზუსტო, როგორც მახსოვს, პირველი მოსმენით განხილვის დროს დაემატა წინა მოწვევის და იმის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების თაობაზე. წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ისედაც გათვალისწინებული იყო, მაგრამ რატომ დაემატა ორი მოწვევის უკანა პარლამენტის თავმჯდომარისთვის დაცვის გაგრძელება? რამ განაპირობა იქნებ ეს არგუმენტები გვითხრათ. მე ვიცი, რომ ეს თქვენი იდეა არ იყო და თუ არ ვცდები, ბატონი ირაკლის [კობახიძე] შემოთავაზება იყო, მაგრამ არ ვიცი ამის არგუმენტები რა არის. იქნებ ვისი ინიციატივაც იყო იმან გვითხრას. არ მომწონს მიდგომა, რომ კანონში სპეციალურად ჩნდება ჩანაწერი კონკრეტული პიროვნებისთვის, ასე ჩანს. ეს კარგად არ იკითხება. ეს ამ შემთხვევაში ბატონ ბაქრაძეს ეხება. მე არანაირი პერსონალური ემოციები არ მაქვს, უბრალოდ არ მომწონს, რომ კანონში გაჩნდა ეს ჩანაწერი, რომლითაც ხდება პერსონის გამო ახალი ფორმულირების დამატება. მგონი გასაგებად ვამბობ. თქვენთან ამ შემთხვევაში არ მაქვს კითხვა, ვიცი რომ ეს არ იყო თქვენი ინიციატივა“, - მიმართა ეკა ბესელიამ სახელმწიფო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს.

დეპუტატის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა:

„რადგან ადრესატი მეც ვიყავი, გაცნობებთ, რომ ამ საკითხის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ, ინიციატორი ყავდა ამ საკითხს და თქვენ იცით ვინც იყო. რაც შეეხება გარდამავალ დებულებებს, აქ იწერება ერთჯერადი რეგულაციები განსხვავებით ძირითადი დებულებებისგან და იმიტომ წერია გარდამავალ დებულებებში ეს ყველაფერი, რომ არის ერთჯერადი თავისი ბუნებით. ეს არ უნდა ესწავლებოდეს იურისტს“, - მიმართა კობახიძემ ეკა ბესელიას.

თავის მხრივ, ბესელიამ აღნიშნა, რომ კანონს კარგად კითხულობს და შეკითხვაც სწორედ ამიტომ დასვა:

„ბატონო ირაკლი, რაც შეეხება ამ გარდამავალი მუხლის ერთჯერადობას. საგამონაკლისო რომ არის და კონკრეტულად რომ არის განსაზღვრული რისთვის კეთდება, სწორედ ამიტომ დავსვი ეს კითხვა. ნუ გვამეცადინებთ, განსაკუთრებით იურისტებს, რომლებიც კარგად ვკითხულობთ კანონს. კარგად რომ ვკითხულობ ამ კანონს, იმიტომ ვსვამ ამ კითხვას. მე არ ვიცი ვისი ინიციატივა იყო. მე არ მსმენია ამ ინიციატივის შესახებ და არ ვიცი ვინ არის ავტორი ასეთი არაჩვეულებრივი მიგნების. ამდენ მეცადინეობას ჯობია პასუხი მივიღოთ კითხვაზე, ვინ იყო ინიციატორი და რატომ“, - მიმართა ბესელიამ ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ პოლემიკაში შესვლა არ სურს და სხდომა გააგრძელა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევა, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო დაცვა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათთვის დაცვის დანიშვნა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics