10:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 13:07:51, 903 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე „ოცნებას“ - წინა ხელისუფლებას სამართლო სისტემაზე კონტროლის დაკარგვა არ სურდა, ეს „ტრადიცია“ გააგრძელეთ

 „ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, დაიწყო წინა ხელისუფლებამ და არ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან არ სურდა სასამართლო ხელისფლებაზე არსებული კონტროლის დაკარგვა და სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს „ტრადიცია“ გააგრძელა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეთა კანდიდატურების საბოლოო კენჭისყრამდე ჩატარდეს სარეიტინგო გამოკითხვა და პარლამენტში წარდგენილ იქნეს 3/4-ის მხარდაჭერილი კანდიდატები.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სისტემის მაკონტროლებელმა ჯგუფმა იმგვარად ჩაატარა პროცესი, რომ პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკუთარი თავი უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად. ამ წარდგინებამ თუკი რაიმე ხარისხი იყო ნდობის შერჩენილი ამ ჯგუფის მიმართ, ისიც დაუკარგა, ვინაიდა მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება გახდლად ცინიკური და გახლდათ უპატივცემლობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის. „ევროპულმა საქართველომ“ დაარეგისტრირა საკანომდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მმართველი „კლანისთვის“ ამ ექსკლუზიური უფლება-მოსილების ჩამორთმევას. დაუშვებელია, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს დამოკიდებული ჩინჩალაძის ჯგუფზე და ჩვენ, დეპუტატებს მოგვდიოდეს განსახილველად მხოლოდ მათი გაფილტრული სია. „ევროპული საქართველო“ მომხრეა, რომ პარლამენტს ჰქონდეს უფრო ფართო არჩევანი. ამავე დროს უდნა გავუსვათ ხაზი იმას, რომ 18 მოსამართლით ვაკანსიების შევსება არის საკამაოდ არაირდინალური ვითარება. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ფართო პოლიტიკური კონსენსული ამ მოსამართლეთა კანდიდატურებზე, ამიტომ გთავაზობთ, რომ საბოლოო კენჭისყრამდე, სარეიტინგო გამოკითხვა ჩატარდეს 3/4-ის მხარდაჭერილი კანდიდატები წარდგნენ უკვე საბოლოო დასამატკიცებლად.

და ბოლოს, აუცილებალ მინდა შევეხო რეფორმის მთავარ მიმართულებას, რომელიც გვაქვს გადასადგმელი, ეს არის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლებამ და არ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან არ სურდა სასამართლო ხელისფლებაზე არსებული კონტროლის დაკარგვა და სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს „ტრადიცია“ გააგრძელა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რეალურად, რომ ამაღლდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიმუშავოთ ამ საკითხზე და ავამოქმედოთ ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics