|
2019-02-16 12:40:23, 4179 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ მომზადებული დოკუმენტი კონგრესის ორივე პალატას უკვე გაეგზავნა. ამით ტრამპი შეძლებს რომ, კონგრესის გვერდის ავლით საზღვარზე კედლის აშენება დაიწყოს. მედიის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილება დემოკრატები გააკკრიტიკეს და განაცხადეს, რომ დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, დადგენილების გაგზავნამდე, თეთრი სახლის ლიდერმა 2019 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა, რათა ე.წ. შათდაუნი აღარ განმეორდეს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაპირება, ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარია საჭირო. ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)