|
2019-02-15 13:42:43, 1239 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას საერთაშორისო სანქციებში საქართველოს თემის შეტანისკენ მოუწოდებს
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი გიორგი კანდელაკი ეხმიანება აშშ კონგრესისა და ევროკავშრის განზრახვას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ. როგორ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემირ-მინისტრმა უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა ჩამონათვალში საქართველოს საკითხის შეტანა. „როგორც ცნობილია საქმე ეხება გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის 24 თანამშრომლის და გემთმშენებელი სექტორის სანქცირებას. ასევე საუბარია გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის მიერ სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო სანქციების ცალკე პაკეტზე. საზოგადოებას ახსოვს რომ „ევროპულმა საქართველომ“ ქერჩის სრუტეში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის 26 ნოემბერს შეიტანა. რეზოლუცია, მომხდარის დაგმობასთან ერთად, საქართველოს მთავრობას ავალებს გასწიოს მუშაობა რათა რუსეთის ფედერაციაზე დასაწესებელი სანქციების მოთხოვნებში გაჩნდეს საქართველოს საკითხი, კერძოდ, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას რეზოლუციის პროექტის განხილვა შედგეს შემდგომი გაჭიანურების გარეშე, უკვე მომავალ კვირას. ამავე დროს, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს დანაპირები და სიაში შეიყვანოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო სტრუქტურების ის წარმომადგენლები რომლებიც მონაწილეობდნენ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებში და ან ამ დანაშაულთა დაფარვაში მაგრამ ამ დრომდე არ არიან სიაში შეყვანილნი. ევროპული საქართველო ასევე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიუნხენის კონფერენციაზე საკუთარ გამოსვლასა და ორმხრივ შეხვედრებზე მკაფიოდ და არაორაზროვნად მოითხოვოს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა ჩამონათვალში საქართველოს საკითხის შეტანა“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)