|
2019-02-15 12:35:23, 1936 ნახვა
სამართალი
გახარია ფარულ ჩანაწერებზე: თუ დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, ამასაც გავაკეთებთ
დღეს ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა 18 ადამიანზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ძირითადი მიზანი პირველწყაროს დადგენაა. „დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა 18 ადამიანზე. ჩვენ დაზარალებულ მხარესთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ პირველწყაროს დადგენა. ერთხელ უკვე ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, თუ ამ მიმართულებით დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, ამასაც გავაკეთებთ. როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ. მარტივია საუბარი მსგავს დანაშაულზე სხვადასხვა სპეკულირების ტონალობით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას ან გავრცელებას შორის, ეს იქნება შეუძლებელი მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის, ამიტომ მივიჩნევთ, რომ რასაც გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არა მხოლოდ ამორალური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, მსგავსი სახის დანაშაულზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა გახარიამ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)