|
2019-02-14 18:15:05, 1321 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან 2016 წელს ბათინკების ტენდერში დარღვევა იყო, დეზინფორმაციაა
„ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან 2016 წელს ბათინკების ტენდერში რაიმე დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქით, თავდაცვის სამინისტროს მიერ ნიუ ატლას სტრატეჯი კო -ს ფილიალთან 411 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პერიოდში 2016 წლის 21 მარტს გაფორმდა, ხოლო ტენდერი კი ანალოგიური მახასიათებლებით ასევე წინა ხელმძღვანელობის პირობებში 2016 წლის 01 ივლისს გამოცხადდა. „ელექტრონულ ტენდერზე ზეგავლენას თავდაცვის სამინისტრო, ცხადია, ვერ მოახდენდა, ხოლო ბათინკების მიწოდების დროს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის აკმაყოფილებდა ყველა იმ ძირითად პირობას, რომელიც განისაზღვრა 2016 წლის 01 ივლისის სატენდერო დოკუმენტაციით, შესაბამისად, სამინისტროს მიერ მოხდა მათი მიღება. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალებში ნიუ ატლასის მიერ მოწოდებული პროდუქცია უკმაყოფილებას იწვევდა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შიდა კვლევა, რომლის შემდეგაც მოხდა ბათინკების ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება. 2017 წლის 12 სექტემბერს, შეიარაღებული ძალების უფროსმა წერილით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, სადაც ითხოვდა მომავალში ბათინკების შესყიდვა მომხდარიყო ახალი ტექნიკური მახასიათებლით. აღსანიშნავია, რომ ახალი მახასიათებლის მიხედვით შესყიდული ბათინკი, კვლევის თანახმად ხასიათდება დადებითად. რაც შეეხება ბრალდებას, რომ კომპანია „ნიუ ატლასი“ რაიმე პრივილეგიებით სარგებლობს, აღნიშნული სრული სიცრუეა და კომპანიას 2016 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში არცერთი ტენდერი არ მოუგია. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის შავ სიაში არსებობის გადამოწმების საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა. გარდა ამისა, ზოგიერთი მედია საშუალება თავდაცვის სამინისტროს პირიქით აღნიშნული კომპანიის მიმართ სხვა კომპანიის სასარგებლოდ არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტრო ვერცერთი კომპანიის მიმართ მიკერძოებული ვერ იქნება და ცდილობს ყველა საკითხი გამჭვირვალობისა და კანონმდებლობის სრული დაცვით გადაწყვიტოს“, - აღნიშნულა ლევან იზორიამ.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)