|
2015-06-18 12:11:47, 514 ნახვა
ეკონომიკა
მაისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 41 867 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის მაისთან (41 044 ერთეული სარეგისტრაციოტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.0%-ით, 2012 წლის მაისთან (46 856 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 10.6%-ით, 2013 წლის მაისთან (38 497 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 8.8%-ით და 2014 წლის მაისთან (40 836 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 2.5%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 0.8%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (2.3%-ით), ისე მეორადი (0.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის მაისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი2010=100) დაფიქსირდა 0.995 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.971). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (1.4%-ით), ისე მეორადი (2.8%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 850, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 34 017 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.709 და 1.097 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მაისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.3%-ს მეორადი, ხოლო 18.7%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2014 წლის მაისში კი - შესაბამისად 81.0% და 19.0%).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)