|
2015-06-18 11:00:52, 801 ნახვა
ეკონომიკა
ესპანელი ბიზნესმენები თბილისში გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის გახსნით დაინტერესდნენ
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი მიიღო, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით არიან ჩამოსულნი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თბილისში გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის ორგანიზებაზე, რომლის მსგავსიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ტურისტული ბაზრობა მერკადო დე სენ მიგელი უცხოელ ტურისტებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში ნამდვილად არის მოთხოვნა თანამედროვე, მაგრამ ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებზე დაფუძნებული გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის მოწყობაზე. „ჩვენ მზად ვართ, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, განვახორციელოთ წამახალისებელი ინვესტიცია, რათა კერძო პარტნიორი დავაინტერესოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას ესპანელი ინვესტორები თბილისში დაათვალიერებენ რამდენიმე ობიექტს, სადაც შესაძლებელია, ესპანური „მერკადოს“ ტიპის ტურისტული სადეგუსტაციო სავაჭრო ცენტრისგანთავსდეს. ესპანელი ბიზნესმენები თბილისში ორ დღეს დარჩებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)