|
2019-02-12 12:23:00, 1168 ნახვა
პოლიტიკა
Munich Security Report: ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთთან კავშირებს ეძებენ, მოსკოვი ახსენებს, რომ გეოპოლიტიკურ ორბიტას არ დაატოვებინებს
მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ფორუმის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიში მსოფლიოში უსაფრთოების ძირითადი ტენდენციების შესახებ არის საუბარი. 2019 წლის ანგარიშის ერთ-ერთი ძირითადი თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. დოკუმენტში წერია, რომ ქვეყნებს, რომლებსაც დასავლეთტან უფრო მჭირდო კავშირებს ეძებენ, ოფიციალური მოსკოვი რეგულარულად ახსენებს, რომ საკუთარ გეოპოლიტიკურ ორბიტას არ დაატოვებინებს. "მსგავსი ვითარება ძვირი უჯდება რეგიონის ქვეყნებს - სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველს, ბელარუსს უკრაინასა და მოლდოვას. მათ არ სურთ დასავლეთზე ეკონომიკურად უფრო სუსტ რუსეთთან თანამშრომლობა, რომელიც ამავდროულად პოლიტიკური კურსის თვალსაზრსით მათთვის არ არის საინტერესო. რეგიონში რუსეთი ერთადერთი მოკავშირე - ბელარუსიც კი, სხვადასხვა საკითხებში ცდილობს, მოსკოვთან დისტანცირებას. ამავდროულად ევროკავშირი და ნატო არ ჩქარობენ ამ ქვეყნების თავის რიგებში მიღებას და სახელმწიფოებს ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა უწევთ, ვინაიდან მათი უსაფრთხოება ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის. პოლიტიკური პროცესები აქ შეფერხებულია ან უკუსვლას განიცდის, რამაც ხელი შეუწყო სუსტი ან არასტაბილური მართვეობის დამკვიდრებას. გარდა ამისა, რეგიონი გარკვეულწილად გაყინულ კონფლიქტში იმყოფება. 10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და საქართველოს 2 რეგიონი დღეს ოკუპირებულია. 5 წლის წინ მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რის შედეგადაც 10 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხლო შეთანხმების დარღვევამ ყოველდღიური სახე მიიღო", - წერია ანგარიშში. საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში 15-17 თებერვალს ჩატარდება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)