|
2019-02-08 16:46:00, 1702 ნახვა
სამართალი
ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს დავით ჟოჟუაშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს პოლიციის მაიორი - დავით ჟოჟუაშვილი უხელმძღვანელებს. შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებულ დავით ჟოჟუაშვილს უმაღლესი განათლება საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვს დეტექტივის თანაშემწის გამომძიებლის სპეცმომზადების კურსები; 2010 წელს უნგრეთში, სამართალდამცველთა საერთაშორისო აკადემიაში გაიარა სამართალდამცავი ორგანოების გადამზადების კურსები; 2005 წელს დავით ჟოჟუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობა პატრულ-ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო; 2005-2006 წლებში იყო ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ავტოტრანსპორტის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების გამომძიებელი; 2006 წელს საქმიანობა განაგრძო შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2006-2007 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო - საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად; 2009 წელს დაინიშნა ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად; 2011 წელს საქმიანობა გააგრძელა ფინანსური აქტივების მართვის სააგენტოში, იურისტის პოზიციაზე; 2013-2014 წლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მონიტორინგის სამმართველოს უფროს ინსპექტორად; 2014-2017 წლებში ეკავა სს „საქართველოს ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტის პოზიცია; 2018 წელს დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)