08:26 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 13:58:25, 1888 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი ბატიაშვილს: ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას

 „ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განათლების, მეცინერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაე სიტყვით გამოსვლისას.

 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმ აუდიტის სამსახურს, რომელსაც 53-ე სკოლის მოსწავლეების საქმეზე შესწავლა დღემდე არ დაუწყია, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეში შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა.

 „აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელსაც არ დაუწყია გამოძიება 53-ე სკოლის მოსწავლეების საქმეზე, დღემდე გყავთ სამსახურში. ამ აუდიტის სამსახურმა გააკეთა ის, რაც მოხდა ზუგდიდში: შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. თქვენ ხელი მოაწერეთ ანონიმურ წერილს, სადაც ეწერა, რომ თქვენ ხართ აღმაშენებელი და ვიღაც უწმინდურებმა დანიშნეს ქალბატონი ია კერზაია დირექტორად. ეს იყო პოლიტიკური და ანონიმური წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ვინმე ლავრენტი, ლავრენტი რომელიც ყოველთვის იყო და არის მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისში, სიმბოლურად. იცით რა უნდა გექნათ თქვენ? გეთქვათ: შეისწავლეთ ეს წერილი, საკმარისია დაგერეკათ რესურსცენტრებში და გაგერკვიათ მარტალც, რომ იქ წყალი არ არის და უბედურება ხდება. ადამიანი გთხოვდათ შველას და თქვენ გაუშვით სპეცრაზმი. ამის შემდეგ ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას და გასაგებია, რომ თქვენ იყავით ერთგვარი ჭანჭიკი“, - მიმართა რატიანმა განათლების მინისტრს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics