|
2019-02-08 10:46:13, 1015 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ში წარდგენილი რეზოლუცია: ვგმობთ, რუსეთის ვასალი სახელმწიფოს - სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას
აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. ამის შესახებ რეზოლუციის სპონსორმა, კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კონგრესმენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ინიცირება წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებას. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას. „საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში“ - ნათქვამია რეზოლუციაში. „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) - სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას. კონგრესმენი რუნის განმარტებით, “საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეა ევრაზიის კონტინენტზე.” მათივე ინფორმაციით, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე. „რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა.“ აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)