|
2019-02-07 17:34:33, 4012 ნახვა
სხვადასხვა
რუსმა ალქაჯებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მხარი დაუჭირეს და რიტუალი მიუძღვნეს [ვიდეო]
რუსმა ალქაჯებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მაგიური რიტუალი მიუძღვნეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ალქაჯების შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შედგა. მათ "ძალის წრე" შეკრეს და ამ ფორმით გამოხატეს ქვეყნის ლიდერისადმი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი რიტუალი, რომელიც ალქაჯებმა ვლადიმერ პუტინის მიუღვნეს. კრემლის ლიდერს მხარდაჭერა მათ 2 წლის წინაც გამოუცხადეს. როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ალქაჯმა ალიონა პოლინმა განაცხადა, რიტუალი ვლადიმერ პუტინის, რუსეთის მხარდასაჭერად და მთელი მსოფლიოს გასაუმჯობესებლად ჩატარდა. კიდევ ერთი ალქაჯის ირინას თქმით, ვლადიმერ პუტინის მდგომარეობა რთულია და მათ სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რიტუალი ჩაეტარებინათ. "გვინდა მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს იმ ძალებით, რომელიც გაგვაჩნია. ის იბრძვის და მას უნდა ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს. ის ებრძვის ყველას, ვინც მას თავს ესხმის და ჩვენ გვინდა ეს ბოროტები დადუმდნენ", - განაცხადა ალქაჯმა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)