|
2019-02-07 16:43:24, 1583 ნახვა
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ - ჩვენი ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერშეტევა განხორციელდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერშეტევა განხორციელდა. ენმ-ში ეჭვობენ, რომ თავდასხმა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ განხორციელდა. „დღეს კიბერ შეტევა განხორციელდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო საშუალებაზე ჰაკერული თავდასხმა აქვს ადგილი. მსგავსი ქმედებები განსაკურებით ინტენსიური ხდება საარჩევნო პერიოდში. ვებ-გვერდის მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტია აქტიურად აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ქვეყნაში არსებულ მძიმე მდგომარეობის, აგრეთვე კვალიფიციურ შეთავაზებებს აუცილებელი ცვლილებების და რეფორმების დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გავქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოქმედება განხორციელდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ. გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა ვერ შეაჩერებს ქართული ოცნების პოლიტიკურ დასასრულს და კიდევ ერთხელ ააშკარავებს ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)