|
2015-06-17 18:37:32, 303 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან ასელბორნს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან ასელბორნს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო და საქართველოს პრეზიდენტსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ჟან ასელბორნმა საქართველოს პრეზიდენტს რიგისა და უელსის სამიტის გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)