|
2019-02-05 18:55:52, 4043 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩია
პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩია. ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დეპუტატმა 98 დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მანამდე ეკა ბესელია იკავებდა, თუმცა მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც მან მოგვიანებით განაცხადა მისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან არის დაკავშირებული. დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სიას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ გადადგომის შემდეგ კომიტეტის ხელმძღვანელად გედევან ფოფხაძის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ფოფხაძის წარდგენა პროცედურის დარღვევის ფონზე მოხდა და იგი კომიტეტიდან გაიწვია. რაც შეეხება ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას, ბესელია აცხადებდა, რომ მას მხარს არ დაუჭერდა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)