|
2019-02-05 13:27:35, 1256 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: ვაპირებ კანონპროექტის ინიცირებას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს
„ვაპირებ უახლოეს დღეებში მოვახდინო საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და უნარების გამოცდისთვის სავალდებულო კომპონენტის მოხსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას „კატასტროფული“ უწოდა და უმრავლესობას მოუწოდა დაფიქრდნენ, ღირს თუ არა „ასეთი კვაზი რეფორმის გატარება“. „დღეს შეიძლება ბევრი ვეღარაფერი გამოვასწოროთ და გარკვეულწილად წიანის მინიმიზირების რეჟიმში გვიწევს ყოფნა, ამიტომ მე ასეთ რამეს გთავაზობთ - ვაპირებ უახლოეს დღეებში მოვახდინო ინიცირება საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე. დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამის დისკრეციას აძლევს ფრაქტიკულად სამინისტროსა და ცენტრს. როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის სამინისტროში თავისი უცნაური იდეებით, სკოლებში ვაშლის შეტანით დაწყებული და გამოცდების უაპელაციოდ გაუქმებით დასრულებული, თურმე ისე ჭრის და გაკერავს როგორც მოეპრიანება. ეს რომ არ მოხდეს, ეს ცვლილება იქნება ინიცირებული. მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, რომელიც აქ არის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამ მნიშვნელოვან თემაზე კარგად დაფიქრდნენ ღირს თუ არა ერთი ადამიანის ხუშტურებზე აყოლით, ასეთი კვაზი რეფორმის ხელაღებით გატარება. ეს არის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მარტო გამოცდების გაუქმებას. იდეალურ მდგომარეობაში, გამოცდები შეიძლება გააუქმო თუ ეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი, მაგრამ როცა აუქმებ და არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობ ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)