07:26 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 12:57:30, 1547 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვაზე: ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, 6 თებერვალს რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის კომპანიასთან საბოლოო შეხვედრა გაიმართება, თუმცა კარასინი აღნიშნულ საკითხში სწრაფ გარღვევას არ ელოდებაб - ამის შესახებ დიპლომატმა Kommersant-თან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც კარასინმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრა პოზიტიურად დასრულდება.

"ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების რეალიზაციის პროცესი ავაწყოთ. ველოდებოდით, სანამ ქართული მხარე თანხას შეიტანდა შვეიცარიული კომპანიისათვის. თანხის შეტანა ნახევარი წლით დაგვიანდა, მაგრამ საბოლოოდ ფული მაინც გადაირიცხა. იმედი გვაქვს, რომ 6 თებერვალს ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორისო დელეგაციების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შვეიცარიისა და მათი კომპანიის - SGS-ის წარმომადგენლებიც მიიღებენ. ძალიან ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, მაშინ საშუალება მოგვეცემა 2011 წლის ნოემბერში დადებული შეთანხმების შესრულება დავიწყოთ“, - განაცხადა კარასინმა. 

მისივე თქმით, მთავარია, რომ საკითხის პოლიტიზირება არ მოხდეს. 

„ყველა მონაცემი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა. მოვლენებს ნუ გადავუსწრებთ. ჯერ მონიტორინგის მექანიზმი უნდა აეწყოს. ნუ ელოდებით სწრაფ გარღვევას ამ საკითხში. წინ სერიოზული ტექნიკური და ლოჯისტიკური სამუშაო გველოდება, რომელიც დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი მუშაობისთვის მზად არის“, - აღნიშნა კარასინმა.

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics