07:26 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 12:47:15, 1288 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - Iphone 5-ის შესახებ საუბარი სპეკულაციაა, ტელეფონების გარჩევა შეუძლებელია

„ფარული ჩანაწერების გავრცელების წყარო არის  მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მას ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება.

"მთავარი არის პირველწყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, ამ კუთხით არის პროგრესი, თუმცა, რაც შეეხება წყაროს ფარული ჩანაწერების გავრცელების, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაკავშირებია.

„მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები. შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. რაც შეეხება, ჩემს ჩართულობას ამ პროცესში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, შესაბამის მინისტრთან, მინისტრებთან და აქედან გამომდინარე არის ჩემი ჩართულობა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფარული ჩანაწერები, შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ტელეფონი „აიფონ 5" ჩანს.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მარტივი სპეკულაციაა.

„ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, ხუთი ჩანს, მაგრამ „აიფონ 5"  არ ვიცი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics