2019-02-04 11:06:45, 3481 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ 112 UA იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სულ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად 28 პირი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო და სწორედ გუშინ დარეგისტრირდა მოქმედი პრეზიდენტიც.
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს გარდა რეგისტრაცია ბოლო დღეს კიდევ 16 პირმა გაიარა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიდინარე წლის მარტში გაიმართება.
ავტორი: ,